1-2 ოქტომბერს, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდება. აქცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში მიმდინარე „ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ნაწილია და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვის ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება.
ამავე დროს, 2 ოქტომბერს, 9:00 ათიდან, რიყის პარკში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვის ჯგუფის მხარდაჭერით ვარდისფერი ყვავილები დაირგვება და ნარგავებისგან ძუძუს კიბოსთან ბრძოლის სიმბოლო შეიქმნება.