4 ოქტომბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება და იწვიმებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები გავრცელდება. ტემპერატურა +19 – +23 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა + 20 – +21 გრადუსი იქნება.
2–3 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა + 13 – +18 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს +13 – +16 გრადუსი.