პარიზის მოდის კვირეული გრძელდება.
ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ დღეს პარიზის მოდის კვირეულზე გაზაფხული-ზაფხული 2018 ენდრიუ ჯი-ენ-ის (Andrew GN) ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან სამი განსხვავბული ლუქი წარადგინა.
თათია აგრეთვე წარმატებით გამოვიდა გუშინ გამართულ პასკალ მილეტის (Pascal Millet) გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის ჩვენებაში.
პარიზის მოდის კვირეული 3 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
წელს თათია ახალაიამ ნიუ იორკის და მილანის მოდის კვირეულებზე წარადგინა ისეთი ცნობილი დიზაინერების სამოსი, როგორებიც არიან რობერტო კავალი (Roberto Cavalli), ემილიო პუჩი( (Emilio Pucci), სტელა ჯინი (Stella Jean), ნარცისო როდრიგესი, ქეით სპედი (Kate Spade), ჯონათან სონდერსი ( Jonathan Saunders) და გრეი ჯეისონ ვუ (Grey Jason Wu).
შეგახსენებთ, რომ თათია ახალაია გახლავთ საერთაშოსისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული და “IC Model Management”-ის წარმატებული მოდელი.