1-ელი ოქტომრიდან, ამერიკული ავიაკომპანია Delta მგზავრებს WhatsApp-ით, Facebook Messenger-ითა და iMessage-თი უფასოდ შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობას აძლევს.
ამისათვის კი ბორტზე Wi-Fi-ში საიტ airborne.gogoinflight.com -ს დახმარებით უნდა ჩაერთოს.
უნდა აღინიშნოს, რომ უფასო მხოლოდ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა იქნება, ხოლო ხმოვანი და სურათიანი შეტყობინებები კი კვლავინდებურად ფასიანი.
იმისათვის, რომ მგზავრმა 2-3 მესიჯი გაგზავნოს, ამისათვის ინტერნეტ პაკეტის შეძენა აზრს კარგავს და სწორედ ამიტომ ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო და მის ბორტზე ტექსტური შეტყობინებები უფასო გახადა.