ნიუ-იორკის და მილანის შემდეგ, თათია ახალაია პარიზის მოდის კვირეულზე გამოდის. მან მონაწილეობა მიიღო პასკალ მილეტის (Pascal Millet) გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის ჩვენებაში.
წელს თათია ახალაიამ ნიუ-იორკის და მილანის მოდის კვირეულებზე წარადგინა ისეთი ცნობილი დიზაინერების სამოსი, როგორებიც არიან ემილიო პუჩი( (Emilio Pucci), სტელა ჯინი (Stella Jean) და რობერტო კავალი (Roberto Cavalli), ნარცისო როდრიგესი, ქეით სპედი (Kate Spade), ჯონათან სონდერსი (Jonathan Saunders), გრეი ჯეისონ ვუ (Grey Jason Wu).
შეგახსენებთ, რომ თათია ახალაია გახლავთ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული და “IC Model Management”-ის წარმატებული მოდელი.