თბილისში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მშენებარე კორპუსიდან მუშა გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.