ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ვიგენინმა სამხრეთ კავკასიაში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
„ევროპული საქართველოს", „პატრიოტთა ალიანსისა" და „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის ძირითადი თემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარება, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობა და საკონსტიტუციო რეფორმა იყო.
დეპუტატების განცხადებით, იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ეუთო-ს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.