ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის თორმეტი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდები ერთნაირი სიმპტომებით შეუძლოდ პირველი გაკვეთილის შემდეგ გახდნენ.
ქობულეთის რესურსცენტრის უფროსის, მადონა გოგიტიძის განცხადებით, ყველა მათგანი რეგიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„მოზარდები მეორე გაკვეთილზე გახდნენ ცუდად. მათ ერთნაირი სიმპტომები ჰქონდათ, გულისრევის შეგრძნება და თავბრუსხვევა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მათი შეუძლოდ ყოფნის მიზეზი. სხვადასხვა ვერსიებზე იყო საუბარი. წინა დღით ისინი დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 5 მათგანი იყო იქ და ეს ვერსია გამოირიცხა. ვარაუდობენ კვებით ინტოქსიკაციას, თუმცა ჯერ დადგენილი არაფერი არ არის“, - განაცხადა მადონა გოგიტიძემ.