"ცენტრ პოინტი" გაიყიდა, - ინფორმაციას ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გურამ რჩეულიშვილი ადასტურებს.
"მყიდველი გადაიბარებს ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილების ვალდებულებას და ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ დაზარალებულების ინტერესების დაცვა მყიდველთან", - დასძინა რჩეულიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის აქტივებს "X2" და "m²" ყიდულობენ.
ხელშეკრულების თანახმად, "ცენტრ პოინტის" ყველა აქტივი იყიდება და სამშენებლო კომპანიებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ დაასრულონ "ცენტრ პოინტის" მშენებლობები, ასევე დააკმაყოფილონ ყველა დაზარალებული.
გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, კომპანიებთან მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კი "ცენტრ პოინტის" საქმის განხილვა გრძელდება.