"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ადა მარშანიას განცხადებით, ალიანსი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება.
მარშანიას თქმით, პარტია ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა ქვეყანას უკეთესი კონსტიტუცია ჰქონდეს.
"პრეზიდენტმა ახალ კონსტიტუციას ვეტო უნდა დაადოს. რა საკვირველია, ჩვენ ყოველთვის გამოვიყენებთ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით რამე გამოსწორდეს. კანონი არის საზოგადოებრივი შეთანხმება, ამას ჰქვია კანონი. კონსტიტუციის ირგვლივ უნდა იყოს განსაკუთრებული საზოგადოებრივი შეთანხმება, რაც სამწუხაროდ, არ მოხდა. მეორეჯერ ვხდები მოწმე, თუ როგორ მიდის ხელისუფლება უზურპირებისკენ. თავად უმრავლესობა სთხოვს პრეზიდენტს,რომ ვეტო დაადოს ორ საკითხს, ეს ფაქტი უკვე ყველაფერზე მეტყველებს", - განაცხადა ადა მარშანიამ.
ცნობისთვის,დღეს 16:00 საათისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილია კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელში მონაწილეობის მიღებაც პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას' და სხვა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.