27 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4817 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4806 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.11 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9153 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9251 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.98 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6940 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3317 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 სექტემბერიდან შევა ძალაში.