ამერიკის სახელმწიფო მდივანი კუბის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა დიპლომატებზე ე.წ. აკუსტიკური თავდასხმის საკითხზე ისაუბრეს. რექს ტილერსონმა ბრუნო როდრიგესს თავისუფლების კუნძულზე ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოების საკითხისთვის მეტი ყურადღების დათმობა მოსთხოვა და ვენის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები შეახსენა. კუბის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გახმაურებული საქმის გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება, რადგანაც საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. კუბაზე მყოფ ამერიკელ დიპლომატებს ჯანმრთელობის პრობლემა წლის დასაწყისში შეექმნათ, რაც ხმოვან ტალღებს დაუკავშირეს.