გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 სექტემბერს დღის ბოლოდან და 28 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება:
ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, ნისლი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლჭყაპი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ჰაერის ტემპერატურა 28 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე დაიკლებს.
დედაქალაქში წვიმა და ხვალ ნისლიც არის მოსალოდნელი.