ვინიცის ოლქში გაჩენილი ხანძრის კოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ცეცხლი გვიან ღამით სოფელ კალინოვკასთან მდებარე სამხედრო საწყობს გაუჩნდა, სადაც 83 ათასი ტონა საბრძოლო მასალები ინახებოდა. ძლიერი აფეთქებების ხმა კატასტროფის ზონაში ამ წუთებშიც ისმის. ვრცელდება ინფორმაცია 2 დაშავებულის შესახებ. ახლომდებარე რაიონებიდან 30 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვითარებას სრულად აკონტროლებს.