დამწვრობის ცენტრში მოთავსებული მესაზღვრეების მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.
44 და 26 წლის მესაზღვრეებს სასუნთქი გზების დაზიანება და დამწვრობითი შოკი აღენიშნებათ .
საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ქართველი მესაზღვრე გარდაიცვალა 2კი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, ლაგოდეხის მე-5 სამმართველოში გაზის ბალონი აფეთქდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აღიძრა.