ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადავარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ბავშვს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებიც აღენიშნება.
ექიმის განცხადებით, ყველაზე დიდ სირთულეს ფილტვის დაჟეჟილობაა ქმნის.
შეგახსენებთ, გუშინ დილით ზემო ფონიჭალაში მდებარე 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან სამი წლის აღსაზრდელი გადავარდა.
პაციენტი ინგოროყვას კლინიკაში ქალა-ტვინის და გულმკერდის ტრავმით შეიყვანეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.