საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მე-3 მოსმენით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე მოთხვნა პრეზიდენტთან გუშინ გადაიგზავნა.
„ჩვენ 48 საათის განმავლობაში ვართ უფლებამოსილი, შევიკრიბოთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, ხვალ, 14:00 საათიდან ნებისმიერ დროს გავმართოთ პლენარული სხდომა და, შესაბამისად, შევუდგებით საკონსტიტუციო პროექტის განხილვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.