ზემო ფონიჭალაში, საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონტაქტურია.
ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.