სირნაღში, წნორის ე.წ. ბროწლიანის დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
მათივე ცნობით, დამწვარია 1 ჰა-მდე ფართობი.
ხანძარი ე.წ. ბროწლიანის დასახლებაში ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა, არსებობდა დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება.
ადგილზე მობილიზებული იყო სიღნაღის, დედოფლის წყაროს და გურჯაანის სახანძრო სამაშველო ჯგუფები.
მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზებაში ადგილობრივი მოხალისეებიც ეხმარებოდნენ.