ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს.
მრევლს მთელი დღის განმავლობაში შეეძლება წმინდა ნაწილების მოლოცვა.
ხვალ კი, ქეთევანობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა ნაწილები კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება, სადაც მსურველებს მისი მოლოცვა შეეძლებათ.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის.