სემეკმა 4 კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები შეუმცირა, - ტარიფების კორექტირების გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საუბარია 4 კომპანიაზე, კერძოდ, თუ „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის" (თბილსრესის N3, 4 ბლოკები) მოქმედი ტარიფი 14.234 თეთრი/კვტსთ, დღეს სემეკმა 2017 წლის ბოლომდე დაუდგინა ახალი ტარიგი 10.963 თეთრი/კვტსთ.
თუ შპს "მტკვარი ენერჯისთვის" (თბილსრესის N9 ბლოკი) მოქმედი ტარიფი იყო 12.194 თეთრი/კვტსთ, 2017 წლის სექტემბრიდან-დეკემბრის ჩათვლით მას ტარიფი დაუკორექტირდა და გახდა11.358 თეთრი/კვტსთ.
თუ შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის" მოქმედი ტარიფი იყო 9.056 თეთრი/კვტსთ, სემეკმა 2017 წლის ბოლომდე მას დაუდგინა ტარიფი 8.056 თეთრი/კვტსთ. თუ "ჯიფაუერისთვის" მოქმედი ტარიფი იყო 14.120 თეთრი/კვტსთ, 2017 წლის ბოლომდე მას დაუდგინდა ტარიფი 10.537 თეთრი/კვტსთ.
თბოელექტროსადგურებისთვის დღეს დადგენილი ტარიფები ძალაშია 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე.