„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორის, მამუკა კიკალიშვილის განცხადებით, ზაჰესის ხიდთან GWP დიაგნოსტიკურ სამუშაოებს ატარებს და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დღესვე დაიწყება.
კიკალიშვილის თქმით, დაზიანება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრება და გზის ჩავარდნილ ნაწილსაც „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს.
„მილი, რომელიც დაზიანდა, საბჭოთა პერიოდშია ჩადებული და შესაბამისად, დაზიანებისგან არავინ არ არის დაზღვეული. დაზიანდა და მოხდება აღდგენა. ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, კომპანია ოპერატიულად მოქმედებს.
ეს არის რვა კილომეტრიანი ქსელი, რომლის რეაბილიტაცია დაგეგმილია, მაგრამ მას მოკლე დროში ვერ გამოცვლიან", - განაცხადა ამუკა კიკალიშვილმა.
შეგახსენებთ, ზაჰესის ხიდთან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის მაგისტრალური წყალსადენი მილი დაზიანდა, რამაც ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზაც დააზიანა.