"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქციას მართავენ.
ისინი ბანკებთან შუამდგომლობასა და ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ.
დაზარალებულთა განცხადებით, ხელისუფლება მათი საკითხით არ ინტერესდება, ამიტომაც, ახლა მმართველი გუნდის კანდიდატი, კახა კალაძე მერად არ უნდა აირჩიოს ხალხმა.