2018 წლიდან ნავთობის ფაზის ზრდასთან ერთად ავიაბილეთებიც გაძვირდება, მიიჩნევენ Carlson Wagonlit Travel-ის სპეციალისტები.
თუ კი 2016 წელს ბარელი „შავი ოქროს“ საშუალო ფასი 29 დოლარი იყო, 2017 წელს მისი ფასი კი 50 დოლარს აჭარბებს. შედეგად დასავლეთ ევროპაში ავიამიმოსვლის ტარიფები 5,5 %-ით გაიზარდება, აღმოსავლეთ ევროპაში - 7,1%-ით, ხოლო ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში - 3%-ით.
ნავთობის ფასის ცვლილება მინიმალურ გავლენას იქონიებს ლათინური ამერიკის ქვეყნებზე, სადაც ავიამიმოსვლის ტარიფი მხოლოდ 0,3%-ით მოიმატებს.
გლობალურ დონეზე კი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების ღირებულება 3,5%-ით მოიმატებს.
Carlson Wagonlit Travel-ისგან განსხვავებით, Advito-ში მიიჩნევენ, რომ ტარიფები ავიაციის სფეროში უცვლელი დარჩება.
ავიაციის ტარიფებში აღმოსავლეთ ევროპის ლიდერობას ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატს უკავშირებენ, რომელიც 2018 წელს რუსეთში გაიმართება.
დაბალი კონკურენციის გამო ექსპერტები ამ ბაზარზე ფასების მკვეთრ ცვლილებას პროგნოზირებენ.
ფრენების ტარიფის ზრდასთან ერთად გაიზრდება სასტუმროს მომსახურების ღირებულებაც. ევროპაში ზრდა 6,3-6,6%-ის ფარგლებში იქნება, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში - 3,5%-ით, აფრიკაში - 0,6%-ით, სამხრეთ ამერიკაში -2,9%-ით.
მხოლოდ ლათინური ამერიკის ქვეყნებში იქნება ყველაზე ხელსაყრელი სასტუმროს ფასები. რადგანაც სწორედ ლათინური ამერიკის ქვეყნებში სასტუმროს მომსახურების ტარიფები 1,1%-ით შემცირდება.