ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საავიაციო ფლოტს 500 თვითმფრინავამდე გაზრდის, რომლის 25%-ით გრძელმაგისტრალური იქნება. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, არსებული კონტრაქტებით, ახალი თვითმფრინავების დამატება 2020 წლის ბოლომდე მოხდება, ხოლო 2020 წლის შემდეგ კომპანია თვითმფრინავებს ახალი კონტრაქტებით მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-ი ავიაპარკის მკვეთრ ზრდას სტამბოლის მესამე აეროპორტის გახსნის თარიღისთვის გეგმავს.
დღეისათვის Turkish Airlines-ის ბალანსზე 350 ლაინერია.