ესპანეთის პოლიციამ კატალონიის ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ესპანეთის ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე დააკავა. ჩხრეკა ჩატარდა კატალონიის ეკონომიკის, საგარო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ოფისებშიც. კატალონიელი მაღალჩინოსნების ნაწილი მოსახლეობას მოუწოდებს სამთავრობო შენობები პოლიციისაგან დაიცვან. ესპანეთის შემადგენლობიდან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება კატალონიაში 1 ოქტომბერს იგეგმება. ოფიციალური მადრიდი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას არ დაუშვებს.