მორგან ფრიმენი რუსეთის წინააღმდეგ. ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი არაკომერციული ორგანიზაციის, „რუსეთის საქმეთა გამოძიების კომიტეტის“ სააგიტაციო კამპანიაში ჩაერთო. ორგანიზაციის პირველ პრომო-რგოლში ოსკაროსანი მსახიობი რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის წინააღმდეგ კიბერომის დაწყებაში ადანაშაულებს, დონალდ ტრამპს კი მოუწოდებს, ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევა აღიაროს. „ჩვენზე თავდასხმა განხორციელდა. ჩვენ ომის პირობებში ვიმყოფებით და დემოკრატიისთვის უნდა ვიბრძოლოთ,“-აცხადებს ფრიმენი ვიდეომიმართვაში.