ვენესუელის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგა შეურაცმყოფელი ეპითეტით კიდევ ერთხელ მოიხსენია. ნიკოლას მადურომ დონალდ ტრამპს „ახალი ჰიტლერი“ უწოდა. ამის მიზეზი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ვენესუელის ხელისუფლების მიმართ ტრამპის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები გახდა. თეთრი სახლის ლიდერმა მადუროს რეჟიმი დიქტატურაში დაადანაშაულა.