ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის საქმეზე მესამე ეჭვმიტანილი დააკავა. 25 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ქალაქ ნიუპორტში აიყვანეს. ეჭვმიტანილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. ტერაქტი ლონდონის მეტროს სადგურ ”პარსონს გრინსში” 15 სექტემბერს განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ვაგონში ამოქმედდა, რის შედეგადაც 30 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.