მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 220-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გრძელდება. არ არის გამორიცხული, ნანგრევებში კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი იმსყოფებოდეს. 7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები გამთენიისას პუებლა-დე-სარაგოსას სიახლოვეს დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად ასობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები დაინგრა. გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან.