ძლიერი მიწისძრა მექსიკაში. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. არიან დაშავებულები და დაკარგულებიც. მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები მორელოსის შტატში დაფიქსირდა. 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა. დანგრეულია ასობით შენობა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი.