გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერი 33-დან 39 გრადუსამდე გათბება, მთიან რაიონებში 24-დან 37 გრადუსამდე, ხოლო სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37 გრადუს სითბოს მიაღწევს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 29-დან 34 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი.
22-23-24 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
უახლოესი დღეების განმავლობაში, ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის.