"ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ "ქართუ ბანკის" ცენტრალური ოფისის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა.
აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა განაცხადა, რომ "ქართუ ბანკი" სავსეა ხალხისთვის წართმეული ფულით.
,,ეს არის ბანკი, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ფინანსურ ინსტიტუტებთან. საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაასრულოს ხარკის ხდა ბიძინა ივანიშვილისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ერთ ოლიგარქი გამდიდრდეს ჩვენი და ჩვენი შვილების ხარჯზე. ჩვენ ვეუბნებით არას "ქართუ ბანკს", არაფრის არ გვეშინია და გავიმარჯვებთ", - განაცხადა უდუმაშვილმა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბანკის შენობაზე პლაკატების გაკვრა სცადეს წარწერით: „შენ შრომობ, ესენი იპარავენ“.
თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს პოლიციის თანამშრომლებმაც მიუთითეს, რომ პლაკატები არ გაეკრათ, თუმცა ამის მიუხედავად, აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ლევან ხაბეიშვილმა მათი მოწოდება არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ თავად ხაბეიშვილის თქმით, ბანკის თანამშრომლები შეეწინააღმდეგნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ამ დროისთვის სიტუაცია განუხტულია.