ბათუმში, მშენებარე კორპუსთან, სადაც რამდენიმე დღის წინ ორი მუშა გარდაიცვალა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
კორპუსთან შეკრებილი მუშების განცხადებით, სამსახურიდან იმის გამო დაითხოვეს, რომ გარდაცვლილ თანამშრომლებს პატივი მიაგეს - პანაშვიდსა და დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ და სამი დღის განმავლობაში სამსახურში ვერ გამოცხადდნენ.
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით კი შეიცვალა მენეჯმენტი, რომელიც თავის მუშახელს დაასაქმებს.
ცნობისთვის, კომპანია "მეტროს" კორპუსის მშენებლობაზე 8 სექტემბერს ბათუმში მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა.