18 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4663 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.64 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9561 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9467 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.94 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7149 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3473 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 სექტემბერიდან შევა ძალაში.