ხახაბოს ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ადგილზე 4 სახანძრო ეკიპაჟი მუშობს.
მათივე ცნობით, ცეცხლის რამდენიმე მცირე კერაა დარჩენილი და ცეცხლის სრულად ლიკვიდირება სავარაუდოდ დღესვე მოხდება.
შეგახსენებთ, სოფელ ხახაბოს ტყეში მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას უკვე ორი კვირაა ცდილობენ.