აქცია სოფელ ყარაფილასთან - ავტომოყვარულებმა საოკუპაციო ზოლიდან 400 მეტრის დაშორებით მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს.
ისინი „ძალა ერთობაშია"-ს შეუერთდნენ და მშვიდობიანი საპროტესტო ავტომსვლელობა მოაწყვეს.