დღეს უბედური შემთხვევა მოხდა კიბერნეტიკის ინსტიტუტში. გაზის ბალონის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა მშენებლობაზე მომუშავე ერთი პირი. კიბერნეტიკის შენობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილებაა.
მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დარეჯან მეფარიშვილმა განცხადება გააკეთა:
"უპირველესად, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს, ძალიან მძიმე და სამწუხარო შემთხვევა მოხდა. შენობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილებაა, სადაც დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო სარემონტო სამუშაოები. რემონტს აქ აკეთებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “კრეატივ იმფრეშენ კავკასუსი”. ამდენად, ტექნიკურ უნივერსიტეტს მომხდართან კავშირი არა აქვს, ჩვენი ინფორმაციით, ბალონის აფეთქება გამოიწვია უსაფრთხოების წესების დარღვევამ და აფეთქება შენობის გარეთ მოხდა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს", - განაცხადა მეფარიშვილმა.