მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დასრულებულია.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და აზიის განვითარების ბანკის ვიცე- პრეზიდენტმა დღეს მეტროს სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესი შეამოწმეს.
მათთან ერთად, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ სტუდენტებიც იმყოფებოდნენ.
მშენებლობა, რომელიც 84 მილიონი ლარი დაჯდა, აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.