ყაზახური ავიაკომპანია Air Astana საშემოდგომო აქციის შესახებ აცხადებს. 40%-იანი ფასდაკლების აქცია ასტანიდან და ალმატინადან თბილისის მიმართულებით განხორციელებულ ავიარეისებსაც შეეხება. აქციის ფარგლებში ბილეთების შეძენა 15-დან 22 სექტემბრამდე უნდა განხორციელდეს, ხოლო ფრენა 16 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში.
საშემოდგომო აქციის ფარგლებში ალმატა-თბილისი-ალმატას ავიაბილეთის ფასი 70 ათას 600 ტენგეა (დაახლოებით 208 დოლარი), ხოლო ასტანა-თბილისი-ასტანა 70 ათას 500 ტენგე (დაახლოებით 208) დოლარი).
ფასდაკლებული ავიაბილეთების შეძენა Air Astana-ს ვებგვერდზეა შესაძლებელი.