პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს სირილ მიულერსა და მსოფლიო ბანკის დელეგაციას ხვდება.
შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობს საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, მსოფლიო ბანკთან ურთიერთობის არსებული და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი მედიისთვის ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებული ფორუმი, რომლის მუშაობაშიც მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი ასევე მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრა მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან