თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი ჰყავს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ზოლებიან ბინადრებს ბიჭი გაუჩნდათ".
"თბილისის ზოოპარკში ამჟამად უკვე 7 ბურჩელის ზებრა გვყავს. აფრიკაში მობინადრე ზებრებს შორის ბურჩელის ზებრა ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. ცხოვრობენ დიდ ჯგუფებად, რომლებშიც მდედრების ჰარემი წამყვან მამრს ემორჩილება. ბურჩელის ზებრა ბუნებაში 9, ხოლო ტყვეობაში 40 წლამდე ცოცხლობს", - ვკითხულობთ Facebook-ზე, თბილისის ზოოპარკის განცხადებაში.