iPhone 8-ის, iPhone 8 Plus-ისა და iPhone X-ის შეძენა ყველაზე იაფად „ტექნო ბუმის“ ქსელში იქნება შესაძლებელი. კომპანიის მენეჯმენტი პირობას დებს, რომ Apple-ის ახალი სმარტფონები საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად „ტექნო ბუმში“ იქნება ხელმისაწვდომი.
"12 სექტემბერს, კომპანია Apple-მა iPhone 8-ის, iPhone 8 Plus-ისა და iPhone X-ის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე აიფონის ფასი 699 დოლარიდან დასახელდა. ახალი სმარტფონი როგორც კი ჩაეშვება გაყიდვაში, მომხმარებლებს მისი შეძენა შეეძლებათ კომპანია „ტექნო ბუმში“ საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად», აცხადებენ „ტექნო ბუმში“.
აღსანიშნავია, რომ iPhone 8-ს ახალი 6 ბირთვიანი პროცესორი - A11 Bionic აქვს და არის 70% -ით უფრო სწრაფი, ვიდრე A10.
ახალ სმარტფონებს აქვს უკაბელო დამუხტვის ფუნქცია, განახლებული კამერები, გაუმჯობესებული პორტრეტის რეჟიმით და ფილტრებით.
iPhone 8 და iPhone 8 Plus-ი სმარტფონის მეშვიდე მოდელის შთამომავალია. iPhone X კი პრინციპულად ახალი, პრემიალური ვერსიაა. ბოლო წლების განმავლობაში, ამ პროდუქტს კომპანიაში ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებენ. iPhone X-ის ფასი აშშ-ში 999 დოლარიდან იქნება და მისი ყიდვა მსურველს 3 ნოემბრიდან შეეძლება, ხოლო წინასწარი შეკვეთების მიღებას “ჩაკბეჩილი ვაშლი” 27 ოქტომბრიდან დაიწყებს. iPhone X -ის მეხსიერება 64 GB და 256 GB იქნება.
მოწყობილობის დიზაინი მნიშვნელოვნად განსხვავებულია. iPhone X-ი აღჭურვილია OLED-ეკრანით, გაუმჯობესებული კამერით და 3D-სკანერით, რომელიც სახის მოყვანილობის გარჩევის და სმარტფონის განბლოკვის შესაძლებლობას იძლევა.
არის 5,8 დიუმიანი დიაგონალით, 2436х1125 პიქსელის გაფართოებით.
ანიმაციური “სმაილები”, სმარტფონი შეძლებს მფლობელის სახის გამომეტყველებით მისი ემოციური მდგომარეობის გაგებას.
iPhone X კომპანიისთვის საიუბილეო სმარტფონია, რამდენადაც პირველი მოდელი Apple-მა 2007 წელს გამოუშვა. ლათინური ასო X კი რომაული რიცხვი 10-ის აღმნიშვნელია.
აღსანიშნავია, რომ iPhone X ბატარეა iPhone 7-თან შედარებით 2 საათით მეტხანს ძლებს. კომპანიამ ასევე წარადგინა დამტენი მოწყობილობა AirPower: ეს არის დიდი სადგამი, რომელზეც ერთდროულად iPhone, Apple Watch და AirPods-ი მოთავსდება.