ორთაჭალაში, აბანოთუბანთან მამაკაცი მანქანაში მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცის ცხედარი "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იპოვეს.
თვითმხილველების განცხადებით, მათ სამი გასროლის ხმა გაიგეს. მოკლული, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინილისტები. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.