თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს, რაც გამოწვეულია ძაბვის ვარდნასთან დაკავშირებული ხარვეზით, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
როგორც სატრანპოსრტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე გასულია შესაბამისი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნული შეფერხების გამომწვევ მიზეზს და იმუშავებს მის აღმოფხვრაზე.
მათივე ინფორმაციით, პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურეობას.
ცნობისთვის, მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანებაა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენ“-ს თვითმხილველმა ადგილიდან აცნობა, რელსებს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც შემდგომ დაკმალიანება გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, როდესაც ცეცხლი შენიშნეს, მგზავრებს ვაგონი დაატოვებინეს.