საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, რაც არის პირველი გაუმჯობესება 2010 წლის შემდეგ, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც მან საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის, Moody's-ის რეიტინგი Ba2 ყველაზე მაღალი პოზიციაა, რომელიც საქართველოს სხვა საერთაშორისო რეიტინგებში უკავია.
სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა.