ორი სიმპატიური მსახიობი ბურაქ ოზჩივიტი და ქერემ ბურსინი მაყურებლის წინაშე ერთი პროექტით წარსდგებიან. ეს იქნება მხატრული ფილმი, რომლის გადაღებებიც ზამთარში დაიწყება.ფილმის სცენარი ამ დროისათვის მკაცრად გასაიდუმლოებულია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბურაქ ოზჩივიტი და ქერემ ბურსინი მოსისხლე მტრების როლს შეასრულებენ. მასში ბევრი საბრძოლო სცენა იქნება.
იმისათვის, რომ ბურაქ ოზჩივიტმა საკუთარი როლი დამაჯერებლად შეასრულოს, მსახიობმა კრივსა და კიკბოქსინგში ვარჯიში უკვე დაიწყო.
მსახიობმა სახლის ერთ ოთახში სპორტული დარბაზიც კი მოაწყო, რათა სპორტის ამ სახეობებში უკეთ ივარჯიშოს.