საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მატარებლით ჩასვლაც გადაიფიქრა. სააკაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტად ის დაასახელა, რომ მას არ სურს პრობლემები შეუქმნას სხვა მგზავრებს, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.
სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები უკრაინაში ჩასვლის მიზნით, რამდენიმე საათის წინ ავტობუსში ჩასხდნენ, მოგვიანებით კი მატარებელში გადავიდნენ.