სააკაშვილი პოროშენკოს ტერორიზმსა და მძევლების აყვანაში ადანაშაულებს. მატარებელი, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა პოლონეთიდან ლვოვის მიმართულებით ამ დრომდე არ დაძრულა.
სააკაშვილმა და ტიმოშენკომ მატარებელი დროებით დატოვეს და ჟურნალისტებისთვის სპეციალური განცხადებები გააკეთეს. სააკაშვილის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის მოქმედება შესაძლოა ტერორისტულია და მან მატარებლის ყველა მგზავრი მძევლად აიყვანა.
მატარებლის მგზავრები უკრაინაში შესაძლოა ავტობუსებით გადაიყვანონ და მატარებელმა დაგეგმილი რეისი არ შეასრულოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინიდან მგზავრების გადასაყვანად პოლონეთში ავტობუსები უკვე გაიგზავნა.
რეისი ლვოვის მიმართულებით თბილისის დროით 15:07 საათზე უნდა შესრულებულიყო.