მატარებლიდან, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინისკენ მიემართება, მგზავრები ავტობუსებში გადაჰყავთ. ,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ისინი უკრაინის საზღვარს ავტობუსით გადაკვეთენ, მატარებლის ბილეთის საფასური კი აუნაზღაურდებათ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინისკენ მატარებლით ცოტა ხნის წინ გაემგზავრა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კვლავ "ინტერსიტის" მატარებელში რჩება და მის დატოვებას არ აპირებს.
ევროპარლამენტარის სარიუშ ვოლსკის ჩარევის მიუხედავად, პოლონეთიდან მატარებელი უკრაინის მიმართულებით ამ დრომდე არ გამგზავრებულა.